GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

ტრენინგი: "იურიდიული კლინიკის სწავლება სამართლის ფაკულტეტზე"

იურიდიული კლინიკის ტრენინგი

2013 წლის 11 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის "იურიდიული კლინიკის" პროგრამის ფარგლებში მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) დახმარებით ჩატარდა ტრენინგი იურიდიული კლინიკის მუშაობის საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პროგრამის ლექტორების მიერ მომზადებული სახელმძღვანელო "უმაღლეს სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტებზე იურიდიული კლინიკის სწავლების სახელმძღვანელო".

ტრენინგს უძღვებოდა JILEP -ის ექსპერტი, იორკის უნივერსიტეტეის (დიდი ბრიტანეთი) იურიდიული კლინიკის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. რიჩარდ გრაიმსი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული კლინიკის პროგრამის ლექტორები (სკოლის დეკანი პორფ.ზ.რუხაძე, იურიდიული კლინიკის პროგრამის დირექტორი პროფ. მ.კვაჭაძე, პროფ. ნ.გვენეტაძე, ქ.საგინაშვილი, ნ.რომაშვილი) და პროგრამაში მონაწილე სტუდენტები( დ.ჯაფარიძე, ნ.ვარაზაშვილი, ნ.მესხიძე, ელ.ალავერდაშვილი, ნ.შონია, კ.ლოლაძე, გ.სურგულაძე). 

ტრენინგის მსვლელობის დროს სტუდენტებმა მოახდინეს იურიდიულ კლინიკაში განხილული საქმეების მოდელირება, იმსჯელეს იურიდიული კლინიკის პროგრამის მსვლელობაზე, პროცედურებსა და საქმის წარმოების თავისებურებებზე. ექსპერტმა პროფ. რიჩარდ გრაიმსმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იურიდიული კლინიკის სწავლების მოდელები. 

იურიდიული კლინიკის ტრენინგი იურიდიული კლინიკის ტრენინგი
იურიდიული კლინიკის ტრენინგი იურიდიული კლინიკის ტრენინგი
იურიდიული კლინიკის ტრენინგი იურიდიული კლინიკის ტრენინგი
იურიდიული კლინიკის ტრენინგი იურიდიული კლინიკის ტრენინგი