GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"

რა ხდება Wall Street-ზე?! შეგვიძლია თუ არა ისეთი ცნობილი და მსხვილი კომპანიების აქციონერები გავხდეთ, როგორიცაა Facebook, Amazon, Apple და სხვა?! რას წარმოადგენს კომპანიის აქცია და რა სარგებელს იღებს მფლობელი მისი შეძენით?! რა არის საფონდო ბირჟა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აქციების შეძენისას?! - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად 11 აპრილს, GAU-ში ტრეიდერი ჯაბა დიხამინჯია მოვიწვიეთ, რომელსაც ამერიკის საფონდო ბირჟაზე ცნობილ კომპანიებში მოკლევადიანი ინვესტირების თითქმის 10 წელიანი გამოცდილება აქვს (ის 1998 წლიდან კომპანია "მაგთიკომში" მუშაობს და ამჟამად რეალიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა).

შეხვედრას თემის აქტუალურობიდან გამომდინარე GAU-ს სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული ადამიანებიც ესწრებოდნენ. ჯაბა დიხამინჯიამ ეს თემები ცნობილი ინვესტორის Warren Buffett-ის თეორიასა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდონით განიხილა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ინვესტირებისას მომავალმა აქციონერმა უნდა გაითვალისწინოს - განსხვავება ფასსა და ღირებულებას შორის, არაემოციური ქმედება, რაციონალური გადაწყვეტილებები, დრო - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქციის შეძენისა და გაყიდვის პროცესში და კრიტიკული აზროვნება, რომელიც გონიერი აქციონერის მთავარი თვისებაა.

ლექცია-სემინარს ტრადიცულად მოჰყვა კითხვებზე პასუხი. ჯაბა დიხამინჯიამ საქართველოს საფონდო ბირჟის პოტენციალზეც ისაუბრა და მომავალ აქციონერებს რჩევები მისცა.'

 
"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები" "როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"
"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები" "როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"
"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები" "როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"