GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

თეიმურაზ ტორონჯაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში, იგი არის თსუ-ს ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

რიჩარდ გრეიმსი და ლუსი ოვანესიანი იურიდიული კლინიკის პროგრამაზე საუბრობენ

რიჩარდ გრეიმსი, იურიდიული კლინიკა

სექტემბრის თვეში ბათუმში ჩატარდა ტრენინგი იურიდიული კლინიკის განათლების სფეროში საქართველოს უნივერსიტეტების ლექტორთათვის, ტრენინგის ორგანიზატორი იყო JILEP - იურიდიული განათლების პროგრამა. 

რიჩარდ გრეიმსი, იურიდიული კლინიკის იორკის უნივერსიტეტის დირექტორი (დიდი ბრიტანეთი) და ლუსი  ოვანესიანი - იურიდიული კლინიკის განათლების პროგრამის დირექტორი PILI (აშშ) ინტერვიუში პრაქტიკული სამართლის კლინიკის მნიშვნელობასა და გაუ-ს იურიდიულ კლინიკაზე საუბრობენ.

რიჩარდ გრეიმსი, იურიდიული კლინიკის იორკის უნივერსიტეტის დირექტორი

რას ფიქრობთ  სამართლის კლინიკის პროგრამაზე?

სამართლის კლინიკის პროგრამის არსებობა უნივერსიტეტის ბაზაზე ეს არის ძლიერი გზა სწავლებისა. თუ სტუდენტებს მოსწონთ ის,ისინი მიიღებენ დიდ გამოცდილებას. კლინიკაში სტუდენტების ჩართულობა მეტია და შესაბამისად ისინი მეტს სწავლობენ.

რას ფიქრობთ სავალდებულო კლინიკის პროგრამაზე?

სავალდებულო კლინიკის პროგრამა კარგია განათლების მიღების მხრივ. აქ სტუდენტებს უჩნდებათ მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა , რადგან ურთიერთობა აქვთ რეალურ კლიენტებთან.

რას ფიქრობთ გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის იურიდიულ კლინიკაზე და როგორ ფიქრობთ რა მაგალითს აძლევს ის სხვა სასწავლებლებს?

ვფიქრობ, რომ თქვენ იურიდიული კლინიკის ძალიან კარგი პროგრამა გაქვთ, რადგან გყავთ საუკეთესო ლექტორები, რომლებიც არიან ძალიან მოტივირებულები და ამ კლინიკის არსებობა უკვე ძალიან კარგია. ვიცი რომ  გაუ-ს აქვს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად განავითაროს ეს პროგრამა და ის გახადოს სამაგალითო ყველა სხვა უნივერსიტეტებისათვის. თქვენი უნივერსიტეტის სახელმძღვანელო წარმოადგენს ნიმუშს ყველა კლინიკისათვის და ვფიქრობ ის დაეხმარება ყველა სხვა კლინიკას გახდეს უფრო წარმატებული ამ მიმართულებით. 

იურიდიული კლინიკის განათლების პროგრამის დირექტორი PILI (აშშ)

ლუსი  ოვანესიანი - იურიდიული კლინიკის განათლების პროგრამის დირექტორი PILI (აშშ)

1.რას ფიქრობთ  სამართლის კლინიკის პროგრამაზე?

ჩემი აზრით სამართლის კლინიკის არსებობა ეს საუკეთესო გზაა სტუდენტისთვის დაინახოს რეალური ცხოვრება. კლინიკის არსებობა იმ კუთხით არის საინტერესო, რომ ის სოციალურ საკითხებს ეხება, იმ საკითხებს რომლებსაც სტუდენტები აქამდე ვერ აწყდებოდნენ.

2. რას ფიქრობთ სავალდებულო კლინიკის პროგრამაზე?

სავალდებულო კლინიკის პროგრამა კარგია იმ თვალსაზრისით, რომ  სტუდენტები მეტად მოტივირებულნი არიან. თუმცა ვფიქრობ ამ პროგრამაში მხოლოდ საუკეთესო სტუდენტები უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ეს პროგრამა გათვლილი უნდა იყოს პატარა ჯგუფზე.

3.  რას ფიქრობთ გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის იურიდიულ კლინიკაზე და როგორ ფიქრობთ რა მაგალითს აძლევს ის სხვა სასწავლებლებს?

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში ბევრ ლექტორს ვიცნობ,ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ვთვლი რომ შესანიშნავი გარემო გაქვთ. ქაუ-ს კლინიკა  მოწინავეა იმ პროფესურიდან გამომდინარე ვინც იქ ასწავლის და ამ მხრივ სტუდენტებს ეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა მიიღონ გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ სწორედ გაუ-ს წიგნი იქნება სახელმძღვანელო კლინიკის საკითხებთან მიმართებით და მაგალითი სხვა უნივერსიტეტების კლინიკებისათვის თუ როგორ უნდა იმუშაონ უფრო ეფექტურად ამ მიმართულებით.

გაეცანი სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამას