GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

საერთაშორისო კონფერენცია "21-ე საუკუნის საერთაშორისო საარჩევნო პრინციპები"

საერთაშორისო კონფერენცია, საარჩევნო პრინციპები, აშშ, სამართალი

25 სექტემბერს გაუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "21-ე საუკუნის საერთაშორისო საარჩევნო პრინციპები". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მუნიციპალური სამართლის ასოციაცია, მსოფლიოს იურისტთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საერთაშორისო საქალაქო იურისტთა ასოციაცია, ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყვნენ:

  • ბენ გრიფიტი, კლივლენდი, მისისიპი
  • ედვარდ სალივანი, პორტლენდი, ორეგონი
  • შალვა ცხაკაია, თბილისი, საქართველო
  • ვერონიკა მეტონიძე, ალექსანდრია, ვირჯინია
  • ჰენრი ჯონსი, ღია დემოკრატიის კომიტეტი

მონაწილეებმა გააკეთეს მოხსენებები თემებზე: ადამიანის უფლებები და არჩევნები; მსოფლიოში მოქმედი საარჩევნო სტანდარტები, წესები და კრიტერიუმები; ეფექტურობა, დროულობა და შესაბამისობა; საარჩევნო პროცესის ძირითადი პრინციპები და დემოკრატიული არჩევნები შედარებით ფართო პოლიტიკურ კონტექსტში; ხმის მიცემის ლეგალური წინაპირობები: მოქალაქეობა, იდენტიფიკაცია და დისკვალიფიკაცია; აშშ-ს საარჩევნო სამართლისა და ხმის მიცემის უფლების პრინციპები, სტანდარტები, წესები და პრაქტიკები...

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების ბოლოს გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა, ბენჯამინ გრიფიტს საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა.

დაათვალიერეთ ღონისძიების ალბომი.