GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

გაუ-ს ასისტენტ-პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში დოჰაში

„არ არსებობს პრობლემა, რომელიც განათლებით არ დაიძლევა''. ამ მოწოდებით შეიკრიბა მე-11 საერთაშორისო კონფერენცია დოჰაში (კატარი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასსტ. პროფესორ ვლადიმერ ნარსიამ.

კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო განათლების ამაღლების გზით რელიგიათა და კულტურათა დილოგის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე მსოფლიოში რელიგიური კონფლიქტებისა და ცივილიზაციათა შორის გაუცხოების დაძლევის საშუალება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ახალგაზრდა თაობის სწორ ინფორმირებულობას განსხვავებული რელიგიური კულტურების შესწავლისა და გაცნიბიერების კუთხით. 

ბნ. ვლადიმერ ნარსიას მოხსენება ეხებოდა საქართველოში რელიგიის სწავლების მნიშვნელობას სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის და ამ ტიპის განათლების აუცილებლობას თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სიხარულით აღნიშნავს, რომ ბნ. ნარსიამ მიიღო სამადლობელი წერილი კონფერენციის ორგანიზატორებისაგან და ულოცავს მას ამ წარმატებას!