GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში

GAU-ში ჩატარდა 3 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც მიეძღვნა თემას: აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური გამოწვევები, გზამკვლევი საქართველოსთვის. საერთაშორისო ექსპერტებსა და ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ფორუმში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები და GAU-ს კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:

  • მესინას უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის სახელობის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მეცნიერ - თანამშრომელი ბრუნო სერგი, რომელმაც ორ თემაზე ისაუბრა: საგარეო ვალის პრობლემა ევროპის პერიფერიულ ქვეყნებში და ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესში; რეინდუსტრიალიზაცია ევროპის აღმოსავლეთში (წარმატებული პრაქტიკის ანალიზი, ჩეხეთი და პოლონეთი).
  • ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი, კრასტიო პეტკოვი, რომელმაც მოხსენებას გააკეთება თემაზე: ეკონომიკური ტრანზიცია ბალკანეთში, ეროვნული ტრაექტორიების თავისებურებები.
  • ლევან ბორჩხაძის (GAU-ს ბიზნეს სკოლა) მოხსენება დაეთმო თემას: დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოსთვის.
  • დავით შიოლაშვილმა და რატი ანჯაფარიძემ (GAU-ს ბიზნეს სკოლა), ისაუბრეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებაზე მიმართულ სახელმწიფო ინსტრუმენტებზე.

ფორუმს აკადემიური წრეების საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზატებით ჩატარდა.

საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში
საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში
საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში
საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში საერთაშორისო კონფერენცია GAU-ში