GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

9 ივლისს 15:00 საათზე GAU სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები და მაგისტრები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან.

კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი ის პერიოდი გაიხსენა, როცა ქართულ-ამერიული უნივერსიტეტის შექმნის იდეა დაიბადა და ამ პროცესში პირადად იყო ჩართული. „ახლა 13-14 წლის შემდეგ უკვე შემიძლია ვიხილო ის, რაზეც მაშინ ვოცნებობდით და გხედავთ თქვენ“ - მიმართა მან GAU-ს კურსდამთავრებულებს და უსურვა თავისუფლება, მისივე თქმით, ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ მივაღწიოთ პერსონალურ ბედნიერებას, ვიყოთ თავისუფლები და თავისუფალი ადამიანების თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული სახელმწიფო არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო.

კურსდამთავრებულებს სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა.

ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება. მათ „პალიტრა ლ“-ის მიერ სათითაოდ შერჩეული წიგნების კომპლექტები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებულები კი ხალიკ ბანკმა საკუთარი ინოვაციური პროდუქტით - საათებით (Watch to pay) დაასაჩუქრა.
ყველა კურსდამთავრებულს ერგო რედ ბულის სიმბოლური საჩუქარი.

შედგა იმ ლექტორებისა და თანამშრომლების დაჯილდოება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით GAU-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების ღირსეულად ფორმირებაში.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა.

ბოლოს გაიჭრა საზაიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. კურსდამთავრებულებმა გადაიღეს გიფისა და მემოგრამის სამახსოვრო ფოტოები, ხელი მოაწერეს 2016 წლის გამოსაშვები ღონისძიების ბანერს და მიიღეს „fortune balloons”, რომელშიც კეთილი სურვილები და მამოტივირებელი წარწერები დახვდათ.

ეს იყო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, ემოციებით სავსე დღე GAU-ს 11 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა
გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა
გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა
გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა
გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა