GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

გაუ მომავალი კადრების სამჭედლოდ აღიარეს

22 ოქტომბერს, Georgian Times-მა საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინა. ბიზნეს რეიტინგის რიგით მე-15 ცერემონიალზე გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო ვახშამი გაიმართა. ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, ასევე სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა წარმატებული კომპანიების ტოპ-60 დაასახელეს, რომელთა შორის 30 საუკეთესო გამოვლინდა.
 
ნომინაციაში „მომავალი კადრების სამჭედლო, ხარისხიანი განათლების სიმბოლო'' ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.
გაუ-ს ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ წარმატებას გაუ-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს!
 
გაუ მომავალი კადრების სამჭედლოდ აღიარეს გაუ მომავალი კადრების სამჭედლოდ აღიარეს
გაუ მომავალი კადრების სამჭედლოდ აღიარეს გაუ მომავალი კადრების სამჭედლოდ აღიარეს