22 ოქტომბერს, Georgian Times-მა საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინა. ბიზნეს რეიტინგის რიგით მე-15 ცერემონიალზე გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო ვახშამი გაიმართა. ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, ასევე სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა წარმატებული კომპანიების ტოპ-60 დაასახელეს, რომელთა შორის 30 საუკეთესო გამოვლინდა.
ნომინაციაში „მომავალი კადრების სამჭედლო, ხარისხიანი განათლების სიმბოლო'' ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.
გაუ-ს ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ წარმატებას გაუ-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს!