GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული

„პირველი ნაბიჯი'' - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობებს აერთიანებს. წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა და მისი წარდგინება ზუგდიდში 20 მარტს გაიმართა. ომის თემატიკაზე შექმნილ კრებულში 8 მოთხრობა შედის. მწერლებმა 2014 წლის შემოდგომაზე სტამბოლში გამართულ ვორკშოპზე ერთმანეთს ომის პერიოდის ამბები გაუზიარეს, ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ავტორებმა კოლეგების ნაამბობი საკუთარი ამბებივით გაითავისეს და ლიტერატურულ ტექსტებში პირველ პირში აღწერეს. მათივე თქმით, ეს იყო თანაგანცდისა და რეალობის განსხვავებული რაკურსით აღქმის საუკეთესო გზა, სახალხო დიპლომატიისა და ადამიანური ურთიერთობების პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინიციატივითა და პროექტით გაგრძელდება.

„პირველი ნაბიჯში'' GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, პროზაიკოსის ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა ,,ცთომილების სიმფონია'' შედის. ეკატერინე ტოგონიძე მწერლებთან ლაშა ბუღაძესა და დათო ტურაშვილთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა და სტუმრების კითხვებს პასუხობდა. წიგნის წარდგინება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

„პირველი ნაბიჯის'' პრეზენტაციას უახლოეს დღეებში GAU უმასპინძლებს.

პროექტი ხალხთა შორის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერით „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის'' ფარგლებში განხორციელდა.

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული
ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული
ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული