GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური

2018 წელს GAU ინოვაციური საზაფხულო ბანაკის ორგანიზატორია! „სახეთა თეატრის“ ტრენინგში მონაწილეების შესარჩევი ტური გაიმართა GAU-ში 5 და 7 ივნისს.

GAU სრულად აფინანსებს საგანგებოდ შერჩეული 40 მოსწავლისა და GAU-ს რამდენიმე წარმატებული სტუდენტის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას და უპრეცედენტო ტრენინგში ჩართვას.

წყნეთში 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, იმუშავებენ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ემოციური ინტელექტისა და ბევრი სხვა საჭირო თვისების აღმოჩენასა და განვითარებაზე - ეს ყველაფერი კი აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდება.

დიდი მადლობა ყველას, ვინც პრეზენტაციაზე გვეწვია და შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. ამ პროექტის გაგრძელებას და სხვა საინტერესო აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც ვგეგმავთ.

„სახეთა თეატრის“ ტრენინგს GAU-სთან ერთად ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია - Headvice / ჰედვაისი და ტრენერი, ალექსანდრ ჩერომუხინი.

GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური
GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური