GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

GAUღე კარი გამოწვევებს - „მტრობა არ არსებობს“ - ლევან ბერძენიშვილი

GAU-ში ლექციების ციკლი „GAU - ღე კარი გამოწვევებს'' ტრადიციულ სახეს იღებს. 19 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა. საჯარო ლექცია „მტრობა არ არსებობს'' ვაჟა-ფშაველას, შექსპირისა და ევრიპიდეს შემოქმედების ანალიზს დაეთმო. მსჯელობა გალაქტიონს, ბარათაშვილს, დოსტოევსკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მწერლებსაც შეეხო.

კონფლიქტები, მტრობა, დაუნდობელი ნაბიჯები, გამოსავლის ძიება, მიტევება და უბრალოდ გაგება, მტერთან ადამიანური საერთო წერტილის გამონახვა - ლიტერატურული პერსონაჟებიდან რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებამდე - ამ კონცეფციით წარმართული საუბარი მთავარი იდეით გაერთიანდა: შურისძიება აბსურდულია, მტრობის დაძლება - შესაძლებელი.

საჯარო ლექციის მეორე ნაწილში ტრადიციისამებრ დისკუსია გაიმართა. კითხვებზე პასუხი და აზრთა გაცვლა ინტერაქტიური და ემოციური აღმოჩნდა. გაუ-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებთან ერთად შეხვედრას ბევრი ისეთი სტუმარიც ესწრებოდა, რომელთაც ღონისძიების შესახებ ჩვენი საიტისა და facebook გვერდის საშუალებით გაიგეს.

მომდევნო საჯარო ლექცია ლევან გიგინეიშვილთან 9 დეკემბერს გაიმართება. არ გამოტოვოთ აქტუალური და საინტერესო შეხვედრა - „მოვალეობიდან უფლებებამდე: ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება'' დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი facebook გვერდით მოგაწვდით: www.facebook.com/GeorgianAmericanUniversity

GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს!

GAU-ს საჯარო ლექციები ყველასთვის ღიაა!

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=crNTuCe98-8&index=4&list=PLqq8kKx8Ow0c2t...