GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

გაუ-ს პროგრამისტთა გუნდის წარმატებული დებიუტი

30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებს შორის პროგრამირებაში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროგრამისტთა გუნდს, თბილისი გაუზურაბ ბესაშვილი, გიორგი ჩინჩალაძე, ლევან გურგენიშვილი, წარმატებული დებიუტი ჰქონდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდის მწვრთნელი იყო გაუ-ს ბიზნეს სკოლის ვიცე დეკანის ასისტენტი, თორნიკე მოსიაშვილი.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და წარმატებებს ვუსურვებთ!