GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

GAU-ს საახალწლო ღონისძიება

ყოველ წელს GAUელებთან ერთად აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და 21 დეკემბერს 2017 წელი ერთად გვაცილეთ. ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა, ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებითა და სანახაობებით. ღონისძიება GAUბენდმა-მა გახსნა და როგორც ყოველთვის სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა! შემდეგ კი შემოგვიერთდა GAU-ს სტუდენტი რემი მიშრიკი, რომელიც ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი DJ-ია. 
 
წელს GAU GAUელების Secret Santa იყო, რომელსაც ახალი წესები შევძინეთ. საახალწლო სიმბოლური საჩუქრები სხვადასხვა ადგილზე იყო დამალული და იღბლიანი მპოვნელი გახდებოდა ამ საჩუქრის მფლობელი. გაიმართა სხვადასხვა თამაშები, გამარჯვებულები კი GAU-მ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. შესრულდა მოცეკვავე GAUელების მიერ საცეკვაო ნომერი. ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო, უგემრიელესი ტორტი. ღონისძიების დასასრულს, კი ახალი წლის სურვილები ყველამ ერთად ჩავიფიქრეთ, საახალწლო შუშხუნების ფონზე. 
 
GAU-ს ჰყავს ძალიან ბევრი და ძალიან კარგი მეგობარი, რომლებმაც ეს საღამო საჩუქრებით აავსეს!
  • Lebowski Bowl Club • ლებოვსკი ბოულინგ კლუბი-სა და Astra Park Tbilisi ასტრა პარკი-ს ვაუჩერები გადაეცათ GAUბენდის წევრებს, რომლებიც ყოველ წელს ამხიარულებენ და დაუვიწყარს ხდიან ნებისმიერ GAU-ს ღონისძიებას! 
  • WINEMAN-ის უგემრიელესი ღვინო და GAU-ს ბრენდირებული სუვენირები გადაეცა DJ რემის საჩუქრად.
  • ჩვენი PR კლუბის წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიებების შექმნასა და განხორციელებაში GAU- მ მადლიერების ნიშნად ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. ლურჯი ოკეანე / Blue Ocean-მ კი ჩვენი საამყო PR კლუბელები არაჩვეულებრივი წიგნებით დაასაჩუქრა.
  • პრიზები Mix time Fitness მიქს თაიმ ფიტნესი-სგან GAU-ს სტუდენტურ ელჩებს ერთგულებისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის გადაეცათ <3
  • საუკეთესო საახალწლო კოსტიუმის მფლობელები კომპანია „ნიკორა“-მ პრემიუმ კლასის ბელგიური ლუდი სტელა არტუარის სასაჩუქრე კალათით დააჯილდოვა.
  • GAU-მ  ჩვენი ფეხბურთის სასახელო ნაკრებს უმასპინძლა განუმეორებელი კოქტეილებით. 
 
დიდი მადლობა Art-Cafe HOME / არტ-კაფე ჰოუმი-ს მასპინძლობისთვის და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის.
 
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება
GAU-ს საახალწლო ღონისძიება GAU-ს საახალწლო ღონისძიება