GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი

ეს Mind Technologies-ის გუნდი და GAU-ს მოტივირებული სტუდენტები არიან, რომლებმაც სწავლასთან ერთად სამუშაო გამოცდილების მიღება გადაწყვიტეს.

GAU კი ამის საშუალებას ყოველთვის იძლევა! 

სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ და თითქმის ერთი თვეა Mind Technologies-ს პროექტებში გადიან სტაჟირებას. ისინი ამბობენ, რომ უკვე ბევრი ახალი ისწავლეს და გამოცდილებას პროექტების მართვის, ასევე პირდაპირი მარკეტინგის სფეროში იღებენ.

კრიტიკული აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების სწარაფად მიღება, გუნდური მუშაობა და ზოგჯერ რთული ქეისების გადაჭრა - ეს ის უნარებია, რომლებიც სტუდენტებს GAU-ს სასკოლო კონკურსების GAU Challenge-ის პროექტის ფარგლებში მუშაობისას უვითარდებათ. 

ორთვიანი სტაჟირება დასაქმების პერქპექტივითაა, ასე რომ წარმატება ვუსურვოთ GAUელებს.

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტები გრძელდება და სტაჟირების მსურველ სუდენტებს ისევ ექნებათ სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი
GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი