GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

გაუ-ში 30 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოსელისა და ლივინგსტონის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ლაბორატორიისთვის განკუთვნილი სივრცე საქართველოსა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ მოინახულა. პრეზენტაციას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოსელისა და ლივინგსტონის ხელმძღვანელები და მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინოვაციური ლაბორატორიის შექმნის გაუ-სა და მისი პარტნიორი კომპანიების ერთობლივმა პროექტმა საგრანტო კონკურსში ერთი თვის წინ გაიმარჯვა.

პროექტი ორი ნაწილისგან შედგება: 

ჯეოსელის ლაბორატორია და გაუ-ს აკადემია. სასწავლო მოდელი (გაუ-ს აკადემია) ითვალისწინებს ოთხთვიან კურსს, რომლის გავლასაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეძლებს. ჯეოსელის ინოვაციების ლაბორატორიაში ისინი საკუთარი კრეატიული აზროვნებისა და ტექნიკური უნარ-ჩვევების რეალიზებას მოახდინენ და ბიზნესზე ორიენტირებულ პროდუქტს შექმნიან. სწავლება შემდეგი მიმართულებებით წარიმართება: 3D დიზაინი - ანიმაცია, მოდელირება, გრაფიკული დიზაინი - ინტერფეისის დიზაინი, ილუსტრაცია; კოდინგი (პროგრამული ენები) - მობილური და ვებ პროგრამირების ენები; ელექტრონული პლატფორმები და IT პროექტების მართვა.

ლაბორატორიაში მოხვედრას შეძლებს აკადემიის ნებისმიერი სტუდენტი.

ჯეოსელის ინოვაციების ლაბორატორიის მიზანია ახალგაზრდა თაობას მომავლის პროფესია შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციების წარმოების სფეროში საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო დროს ჩატარებულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო წამოწყება და წარმატებული კომპანია არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სტარტაპთა უმეტესობა კვალიფიციური და მაღალი დონის კადრების ნაკლებობას განიცდის. შედეგები ნათლად მეტყველებს იმ ინსტრუმენტების საჭიროებაზე, რომლებიც მობილური პლატფორმების მიმართულებით მომუშავე გამოცდილი სპეციალისტების რაოდენობის ზრდას და მათ ადგილობრივ კომპანიებში დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯეოსელის ლაბორატორიაში მოხვედრილ ახალგაზრდებს ასწავლიან ლექტორები ბიზნეს სივრციდან, რაც კიდევ უფრო კონკრეტულს და მიზანმიმართულს გახდის დაუფლებული ახალი პროფესიის პერსპექტივას დასაქმების თვალსაზრისით.

ყოველი სასწავლო გამოშვების შედეგები იქნებარეალური პროექტები  როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს მიმართულებით     . 

ლაბორატორიით სარგებლობა გაუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ.

 გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია   გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია    
 გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია    გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია
 გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია    გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია
 გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია    გაუ-ს, ჯეოსელისა და ლივინგსტონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია