GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

GAU-ს შიდა ოლიმპიადა

GAU-ს შიდა ოლიმპიადის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით და აი ეს დღეც დადგა. დღეს, 20 ნოემბერს (2016) შიდა ოლიმპიადა ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა და GAU-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ტრადიციას.

GAU-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც ადამიანების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთი ხომ სწორედ ის სპორტია, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ნათელია, რომ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ აღნიშნულ სახეობას ჰყავდა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს რომ GAU-ს შიდა ოლიმპიადა მხოლოდ ფეხბურთით შემოიფარგლება.

GAU-ს ელჩების მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული აქტივობები იქნება მრავალფეროვანი და ყველასთვის სასურველი. ველით თქვენს ჩართულობას. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ GAUელებს, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პიონერები. 20 ნოემბერს GAU-ს შიდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო შემდეგი შეხვედრებით:

  • ოლიმპოსი (ბიზნესის სკოლა) VS Not Fast Just Furious (სამართლის სკოლა) (13-0)
  • მეორე მერცხალი (ინჟინერიის სკოლა) VS კოპალა და ბიჭები (ბიზნესის სკოლა) (5-8)

GAUტანე (სამართლის სკოლა) VS GAU აზრი არ აქვს (ბიზნესის სკოლა) (4-8) შემდგომი თამაშები ჩატარდება 27 ნოემბერს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

  • გრანდი VS მთის ლომები
  • GAUჭიმე VS FC Gazaevi
  • ბასა VS IT

ერთად ვუგულშემატკივროთ მოთამაშეებს და გამოვავლინოთ გამარჯვებული. #WeAreGAU

GAU-ს შიდა ოლიმპიადა GAU-ს შიდა ოლიმპიადა
GAU-ს შიდა ოლიმპიადა GAU-ს შიდა ოლიმპიადა