GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

English Club დაარსდა

4 მაისს (2018), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში English Club დაარსდა. English Club გახლავთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანის ქალბატონ რუსუდან ციციშვილის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და GAU-ს ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტი.

კლუბის პრეზენტაციაზე დამაარსებლებმა ისაუბრეს English Club-ის შინაარსზე, სტრუქტურასა და გეგმებზე. სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს კლუბის უნიკალურობაზე. მათ აღნიშნეს, რომ English Club იქნება ადგილი, სადაც სტუდენტები შეძლებენ ენობრივ და პიროვნულ განვითარებას. მიმოიხილეს კლუბის სამომავლო გეგმები და რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

English Club-ის ორგანიზატორებმა ასევე ისაუბრეს კლუბში გაწევრიანების წესებსა და პირობებზე. აღნიშნეს, რომ English Club-ის წევრობა შეუძლია ქართულ-ამრიკული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. წევრობის ელექტრონული განაცხადის შევსებისას კანდიდატმა უნდა აირჩიოს მსმენელის ან აქტორის სტატუსი. აქტორის სტატუსის არჩევის შემთხვევაში, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

რეგსიტრაციის ბოლო ვადა გახლავთ 20 მაისი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://goo.gl/txLEVK

გისურვებთ წარმატებას!

English Club დაარსდა English Club დაარსდა
English Club დაარსდა English Club დაარსდა
English Club დაარსდა English Club დაარსდა