GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

Dreamspark - Microsoft -ის ლიცენზირებული პროგრამების ნაკრები

სიახლე სტუდენტებისთვის

GAU არის Microsoft-ის პარტნიორი. თანამშრომლობის ამ ფორმატში Microsoft-სგან მივიღეთ ლიცენზირებული პროგრამების ნაკრები - DreamsPark.gau.ge. ამ კომპლექტით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. აღნიშნული  კომპლექტი მოიცავს, როგორც ოპერაციულ სისტემებს (Windows 7, Windows 8, Windows 10 ...), ასევე აპლიკაციურ პროგრამებს (Visual Studio, Microsoft Project ...) და ინსტრუმენტებს (Microsoft Azure, Visual Studio SDK ...).  

იმისათვის, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ პროგრამებთან, აუცილებელია დაასრულოთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ეტაპები:

  1. რეგისტრაციისთვის აუცილებელია გააქტიუროთ GAU-ს შიდა მეილი (name.lastname@gau.edu.ge) შემდეგ მისამართზე portal.office.com. რომელიც თავის მხრივ იქნება DreamsPark-ში ავტორიზაციისთვის საჭირო „მომხმარებლის“ სახელი.
  2. მეილის რეკვიზიტებს (მომხმარებელი და პაროლი) მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ სტუდენტურ ბაზაში დაფიქსირებულ თქვენსავე მობილურის ნომერზე.
  3. მეილში შესვლისთანავე GAU-დან  მოგივათ შეტყობინება, სადაც მოცემულია რეგისტრაციის დასრულების ბმული (Complete Your Registration).
  4. მას შემდეგ რაც გადახვალთ ბმულზე (DreamsPark-ის ვებ-გვერდი) უნდა შეავსოთ გამოტოვებული ველები და დაასრულოთ რეგისტრაცია.

 

ვიდეო ინსტრუქცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 558 529062 შალვა გელენიძე.