GAU-ს კურსდამთავრებულები

სამშენებლო კომპანია ,,მოდული''

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი...

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

შარდენზე გამართულ ნაძვის ხეების ფესტივალში გაუ-ს ნაძვის ხემ გაიმარჯვა

გაუ-ს ნაძვის ხე

22 დეკემბერს, კომპანია "ჯეპრა"-ს ორგანიზებით შარდენზე გაიმართა ნაძვის ხეების ფესტივალი, რომელშიც მონაწიელობას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც იღებდა თავისი საახალწლო ნაძვის ხით. ფესტივალზე მისულ სტუმრებს გაუ-ს სტუდენტები საახალწლო განწყობას უზიარებდნენ.

25 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თოქ შოუში „სხვა შუადღე" გამოვლინდა ფესტივალში გამარჯვებული ნაძვის ხე, გამარჯვებულის სტატუსი სწორედ გაუ-ს ნაძვის ხეს ერგო. 25 დეკემბერიდან 27 დეკემბრის ჩათვლით გაუ-ს ნაძვის ხე "სხვა შუადღე"-ს სტუდიას ამშვენებდა.