GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა

ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი და საზეიმო დღე GAU-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება! 

ორი ასეული კურსდამთავრებული - სამართლისა და დიპლომატიის სფეროს ახალგაზრდა, განათლებული და ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც GAU-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, კარგი მოქალაქეობითა და ჯანსაღი ორიენტირებით თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების პროცესში! 

2015 წლის 18 ივლისს 15.30 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამოსაშვები ღონისძიება სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.

მიღება GAU-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა და GAU-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა. წუთიერი დუმილის შემდეგ, რომლითაც საზოგადოებამ პატივი GAU-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს მიაგო, სცენაზე მოწვეული სტუმარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველი, დოქტორი სტეფან სტორკი მოიწვიეს. მან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და GAU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებული კარიერა უსურვა. 

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით დეკანმა, GAU-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა რუხაძემ მიმართა. მან იმ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებსაც ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად წლების განმავლობაში უზიარებდა თავის სტუდენტებს. შემდეგ კი სიტყვა გადასცა რეიტინგით საუკეთესო GAU-ელებს, რომლებიც საგანგებო სიგელებით დაჯილდოვდნენ და GAU-ში გატარებული წლები გულწრფელი, ემოციური გამოსვლებით შეაჯამეს. სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა ერთგული მუშაობისთვის მადლობა ასევე GAU-ს დეპარტამენტების, განყოფილებების თანამშრომლებსა და ლექტორებს გადაუხადა. 

GAU-ს ერთ-ერთმა ლექტორმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულად იმ წარმატებულ კურსდამთავრებულთა გრძელი სია ჩამოთვალა, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელებას მის ორგანიზაციაში - „კორძაძის საადვოკატო ბიუროში'' სთავაზობს. ასე დასაქმდნენ წარჩინებული GAU-ელები პირდაპირ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

დიპლომების გადაცემის შემდეგ GAU-ს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას GAU-ს ტრადიციის შესრულებისკენ მოუწოდა და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც GAU-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს. 

ამ ემოციური მომენტის შემდეგ ყველამ ეზოში გადაინაცვა, სადაც კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მოეწყო საინტერესო სანახაობა „ჩვენ ვართ GAU''. GAU-ს იუბილესამდი მიძღვნილი აქციის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).

ღონისძიება GAU-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა

ფოტოების სრულად ნახვისათვის გთხოვთ იხილოთ გალერეა