GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: "მათემატიკური ტესტები" და "ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები" (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი...

განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა GAU-ში - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა GAU-სა და განდის ფონდის ორგანიზებით 9-11 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მშვიდობისა და ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. მასში GAU-ს პრეზიდენტი და ლექტორები, განდის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. 

11 ივლისს კი დაიწყო ერთკვირიანი ვორკშოფი სტუდენტებისთვის, რომელშიც არა მხოლოდ GAU-ს, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანი ძალადობასთან ბრძოლის პრაქტიკის ცხოვრებასა და სწავლების პროცესში დანერგვაა.

განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში
განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში
განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი GAU-ში