GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

ლევან ჯამბურია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: ფინანსური მათემატიკა

ლევან ჯამბურიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა, 1986 წელს კი ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ლევან ჯამბურია სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, მათემატიკის ინსტიტუტში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს (UNDP) სხვადასხვა პროექტებში, საქართველოს სტატისტიკის ასოციაციაში.

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: ,,მათემატიკური ტესტები'' და ,,ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები'' (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი.

იხილე ლევან ჯამბურიას CV