GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

დავით კენჭაძე GAU-ში

"დიახ, შენ ეს შეგიძლია" - ასე ერქვა ბიზნეს კონსულტანტისა და ტრენერის, დავით კენჭაძის საჯარო ლექციას, რომელიც მან სპეციალურად GAUელებისთვის 19 ოქტომბერს ჩაატარა.
 
ეს იყო პირადი გამოცდილებისა და აპრობირებული რჩევების გაზიარების საათ-ნახევარი; წარმატებისკენ მავალი გზის წესების გაცნობიერების კარგი საშუალება; ინტერაქციული შეხვედრა, რომელმაც სტუდენტებს მოტივაცია აუმაღლა და კიდევ ერთხელ დააფიქრა საკუთარ მიზნებზე, რომლებიც აუცილებლად გაზომვადი უნდა იყოს და დროის გარკვეული მონაკვეთით განისაზღვრებოდეს.
 
"ეს შეიძლება ძალიან ამერიკულად მოგეჩვენოთ - აღნიშნა სპიკერმა ერთ-ერთი პრინციპის ანალიზისას და ხუმრობით დაამატა - თუმცა არც თქვენ სწავლობთ მხოლოდ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში". GAU ხომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია :)
 
შეხვედრა GAU-ს საჯარო ლექციების ციკლის "GAU-ღე კარი გამოწვევებს" ფარგლებში გაიმართა.
 
დავით კენჭაძე GAU-ში დავით კენჭაძე GAU-ში
დავით კენჭაძე GAU-ში დავით კენჭაძე GAU-ში
დავით კენჭაძე GAU-ში დავით კენჭაძე GAU-ში