GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას. GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა! უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე...

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

იმიტირებული საგადასახადო დავის კონკურსი

4 ნოემბერს, გაუ-ში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსზე - „ იმიტირებული საგადასახადო დავა'', რომელიც შემოსავლების სამსახურის ახალი პროექტია და წელს პირველად ტარდება.

პროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო სამართლისადმი სტუდენტების ინტერესის გაზრდას, ამ სფეროში აკადემიური სწავლებისა და კვლევის წახალისებას, სტუდენტების მიერ აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლებას, მათთვის საგადასახადო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობასა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. სტუდენტებს შეჯიბრების დროს შეაფასებენ საგადასახადო სამართლის ცნობილი სპეციალისტები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი განათლების აკრედიტებულ დაწესებულებათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მიუხედავად სპეციალიზაციისა. იმიტირებულ საგადასახადო დავაში მონაწილეობისათვის აუცილებელია გუნდის რეგისტრაცია (იხ. ვებ-გვერდი: www.rs.ge; სრულად შევსებული რეგისტრაციის ფორმა უნდა გაიგზავნოს მითითებულ ელ.მისამართზე).

კონკურსი შედგება ორი (წერილობით და ზეპირი) ეტაპისაგან. პირველი ეტაპი წერილობითია: გუნდები, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, წარმოადგენენ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კაზუსზე წერილობით საჩივარსა და შესაგებელს. ნაშრომში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, გუნდი მეორე ეტაპზე გადადის. მეორე (ზეპირი) ეტაპი შედგება ორი ტურისგან: შესარჩევი და ფინალური ტურებისაგან. შეჯიბრებისას სტუდენტებს შეაფასებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუ'დენტებისათვის დაწესებულია ჯილდოები.

იმიტირებული საგადასახადო დავის კონკურსი იმიტირებული საგადასახადო დავის კონკურსი