GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს” პროგრამა- ,,კანონის უზენაესობა” და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)

N 1-ლი კერძო ბიზნეს-ფაკულტეტი საქართველოში არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა

THE BEST PRIVATE BUSINESS SCHOOL IN GEORGIA IS GAU BUSINESS SCHOOL 

რა გვაძლევს ამის მტკიცების საფუძველს? 

2014 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე, პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ურთულესი ბიზნეს ამოცანების ამოხსნის საერთაშორისო კონკურსი - „Harvard Business Case Competition”

კონკურსში მონაწილეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტები.

კონკურსის საქართველოს ნაწილში მონაწილეობდა 4 წამყვანი კერძო უნივერსიტეტი:

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (GAU BS)
  • კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (CSB)
  • თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM)
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი 

და

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 

კონკურსში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კერძო უნივერსიტეტებს შორის და გახდა The Winner of Harvard Business Case Competition 

GAU-­ს ბიზნესის სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის უპირობო ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში კერძო უნივერსიტეტებს შორის.

კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:

I ეტაპი

GAU-ს ბიზნესის სკოლის წარმატება ზემოთ ჩამოთვლილ ხუთეულში მოხვედრით დაიწყო...

(საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზატორი US-Educated Azerbaijani Alumni Association (AAA) იყო.)

II ეტაპი

რჩეული უნივერსიტეტებიდან სტუდენტთა გუნდები შეიქმნა გუნდები ბაკალავრიატის დამამთავრებელი მე-4 კურსის სტუდენტებისაგან იყო დაკოპმპლექტებული. მათ უნდა ამოეხსნათ ჰარვარდის ბიზნეს ქეისები - მსხვილი ბიზნეს ორიგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანები.

თავდაპირველად გუნდებს შესთავაზეს შემდეგი ქეისები:

Omnitel Pronto Italia;
Svedka Vodka
Du Pont de Nemours and Co: Titanium Dioxide 

რომელთა ამოსახსნელადაც თითო კვირა მიეცათ.

გუნდებს ოპონირებას კონკურენტი სტუდენტები უწევდნენ. მომხსენებლები 10 წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ ჟიურის შეკითხვებს პასუხობდნენ და შესაბამის შეფასებას იღებდნენ.

საქართველოში გამართული ბოლო რაუნდის ჟიურის წევრები იყვნენ: 

ვაჟა პეტრიაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი

შალვა გურგენიძე, ბი-ეი-თი კავკასიის მარკეტინგის დირექტორი

დავით გონდაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი, ფინანსისტი. 

III ეტაპი

საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსავლენი რაუნდი 29 ნოემბერს გაიმართა. გუნდებს ყველაზე რთული, ფინალური ქეისი მიეცათ - კომპანია Delta Airlines-ის Low-Cost Carrier Threat.

GAU-ს სტუდენტებმა თანამედროვე მიდგომებით ყველაზე ოპტიმალურად და პროფესიონალურად შეძლეს ამოცანის ამოხსნა. მათ ჟიურის ერთსულოვანი აღიარება და კოლეგების დიდი ინტერესი დაიმსახურეს. კონკურენტი უნივერსიტეტების სტუდენტები იმ მეთოდოლოგიით და პროგრამით დაინტერესდნენ, რის შედეგადაც GAU-ს წარმომადგენელთა ცოდნა და კვალიფიკაცია უდაოდ აღემატებოდა სხვებს.

ასე გამოცხადდა GAU-ს გუნდი გამარჯვებულად თსუ-ს გუნდთან ერთად და გავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც ბაქოში შედგა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქვონტის ჯგუფის მე-4 კურსის სტუდენტები იყვნენ:

გიორგი ჩინჩალაძე

ლევან გურგენიშვილი

მარიამ ბერაძე

თამარ ჭიღლაძე

GAU-ს სტუდენტები ფინალური ეტაპისთვის გუნდის ხელმძღვანელ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრნენ.

IV ეტაპი

ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოში უნივერსიტეტებისა და მათი ბიზნეს მიმართულებების რეიტინგი - GAU-ს ბიზნესის სკოლა უპირობო ლიდერია საგანმანათლებლო სივრცეში კერძო უნიერსიტეტებს შორის.   

ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ახლა აკეთებებ არჩევანს - რომელ უნივერსიტეტში სურთ განათლების მიღება.

აირჩიეთ GAU-ს ბიზნესის მიმართულება და თქვენ მოგეცემათ შანსი ჩამოყალიბდეთ ყველაზე კონკურენტუნარიან პროფესიონალად საქართველოში!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ამაყობს თავისი სტუდენტებით, რომლებიც არაერთი კონკურსისა და ოლიმპიადის შედეგით მუდმივად ამტკიცებენ საკუთარი ცოდნის უპირატესობას.

Business Case Competition Business Case Competition
Business Case Competition Business Case Competition