GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

ტრადიციად ქცეული შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე უკვე მეორე წელია GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამის BMB-ის (ბიზნესის ადმინისტრირების) ორგანიზატორები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში ღია ლექცია-სემინარებს ატარებენ.

11 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები გორის N9 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ. მომხსენებლებმა პროფესიული არჩევანის მნიშვნელობაზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, წარმატებისა თუ შეცდომების მაგალითებზე ისაუბრეს. ინტერაქციულ შეხვედრაში 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს და ბოლოს GAU-სგან საჩუქრად თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები მიიღეს.

ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში საგარეჯოსა და კასპის რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა. GAU-სა და BMB-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის მიზანი მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის განვითარებაა, რაც მათ სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში უწყობს ხელს.

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის