GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2011 წელს დავამთავრე Quant-ის (Quantitative Financial Analyst) მიმართულებით. 2014 წელს GAU-შივე დავამთავრე მაგისტრატურა ფინანსების განხრით, რადგან ამ უნივერსიტეტში ყველაფერია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე წარმატებულ ფინანსისტად...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას - აქცია "გაიღე სისხლი''

11 დეკემბერს GAU-ში სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის პირველი კურსის სტუდენტების ინიცატივით გაიმართა აქცია - "გაიღე სისხლი - გადაარჩინე მომავალი", რომელშიც ათეულობით სტუდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩაერთო.

ქართულ-ამერიკულ უნივერსტეტსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლაში უნივერსიტეტის ჩართულობაა.

GAU-ს სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, გამოდიან არაერთი სასარგებლო ინიციატივით და მომავალშიც ბევრ სოციალურად მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავენ.

GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას - აქცია "გაიღე სისხლი'' GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას - აქცია "გაიღე სისხლი''