GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

America Days 2015

6 ივნისს GAU ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა. რიყეზე გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს საჩუქრად ტკბილეული, GAU-ს ბუშტები, კალმები და ბროშურები ელოდა.

GAU-ში მიმდინარე სიახლეების შესახებ კი ინფორმაციას მათ GAU-ს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა სტუდენტები აწვდიდნენ. სასიამოვნო და მხიარულ ატმოსფეროს გამოფენის პარალელურად მიმდინარე Dangerflow-ს კონცერტიც ქმნიდა.

საღამოს GAU-ს სტენდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ, მოინახულეს. რიჩარდ ნორლანდმა თანმხლებ პირებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარუდგინა როგორც ერთ-ერთი ლიდერი უმაღლეს სასწავლებლებს შორის და GAU-ს ათწლიან საქმიანობაზე, განათლნების სფეროსა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

America Days 2015 America Days 2015
America Days 2015 America Days 2015
America Days 2015 America Days 2015
America Days 2015 America Days 2015
America Days 2015 America Days 2015