GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში

6 მაისს, GAU-ს საჯარო ლექციების ციკლის „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' სტუმარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დოქტორი დავით ლეჟავა იყო. საქართველოს საგარეო ვალი, მისი სტრუქტურა და დინამიკა - ამ თემაზე გამართულ ღონისძიებას GAU-ს ბიზნესისა და სამართლის სკოლების სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა უნივერსიტეტიდან მოსული სტუმრები დაესწრნენ. 

დავით ლეჟვამ აუდიტორიას გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება, ისაუბრა საქართველოს მულტინაციონალურ და ბილატერალურ კრედიტორებზე, მათთან მოლაპარაკების ტექნიკაზე, ვალზე მომსახურების პროცედურასა და ვალის პორტფელის მართვის მეთოდებზე. მოხსენების მეორე ნაწილში კი საგარეო ვალის ფისკალური, მონეტარული და სხვა მაკროეკონომიკური ასპექტები, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სახელმწიფოს როლი განიხილა.
ბოლოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს შეკითხვებს. 

შეხვედრის დასასრულს დავით ლეჟავამ მადლობა გადაუხადა GAU-ს, რომლის ბიზნესისა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლების ათობით კურსდამთავრებული წარმატებით მოღვაწეობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (ცენტრალურ აპარატში, საშემოსავლო სამსახურში, ცენტრალურ ხაზინაში, საბაჟო დეპარტამენტში, რეგიონალურ და ტერიტორიალურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებში).

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში
 ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ლეჟავა - GAU-ში