• ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? რა? სად? როდის?

GAU-ს კურსდამთავრებულები

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო

"GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) 2017 წლის

სტუდენტური ჩემპიონატი

ინტელექტუალურ თამაშში

რა? სად? როდის?”

GAU-ს სტუდენტური ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (შემდგომში ჩემპიონატი) მიზნად ისახავს:

  • GAU-ს ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).
  • საქართველოს 23-ე ჩემპიონატისთვის მონაწილე გუნდის შერჩევას.

ჩემპიონატს ატარებს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” და GAU-ს ადმინისტრაცია;

 

გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

  • ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ GAU-ს სტუდენტებს.
  • თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს, ხოლო მინიმალური რაოდენობა 4-ს. გამონაკლისი არ დაიშვება.
  • ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ გუნდში. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია;
  • ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას ტურნირის დაწყებამდე ერთი საათით ადრე;

 

ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

√  ჩემპიონატში დასმული იქნება 36 შეკითხვა (სამი 12 კითხვიანი ტური);

  ყველა მონაწილე პასუხს გასცემს 36-ვე შეკითხვას. ქულების ათვლა იწყება ნულიდან;

  გუნდი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველაზე მეტ შეკითხვას, ცხადდება ტურნირის გამარჯვებულად;

√  თუ გამარჯვებულია ორი ან მეტი გუნდი, მათ შორის გაიმართება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.

 

რეგისტრაცია გრძელდება 11 მაისამდე.

თამაში შედგება 14 მაისს 14:00 სთ-ზე, 204-ე აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/H2Ru4t

საკონტაქტო ინფორმაცია:

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ GAU-ს სტუდენტურ ელჩებს

591 144 544; 555 325 414

 

გაეცანით თამაშის წესებს: 

თამაშის რა? სად? როდის? (სპორტული ვერსია) წესები


 

1) ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად და ერთიდაიმავე დარბაზში. ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი.

2) გუნდის ამოცანაა – გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.

3) პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.

4) წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, “შეკითხვა #1”, “შეკითხვა #2” და ა.შ.), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტვას “დრო”. ამის შემდეგ იწყება დროის ათვლა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს. 

5) დროის გასრულებამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას “დრო” და აძლევს განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები.

6) ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად ეწერება 0 (ნული) სწორი პასუხი.

7) მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.

8) ტურის შედეგები ცხადება ტურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ჯამდება საბოლოო ოქმი.

ქულების დარიცხვის წესი

1) ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა;

2) ტურნირის დასრულების შემდეგ, დგება ჩემპიონატის ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით;

3) თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, მაშინ ისინი იყოფენ დაკავებულ ადგილებს და მოპოვებულ პრიზებს;

4) პუნქტი 3) არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როცა პირველ ადგილს იყოფს 2 ან მეტი გუნდი. ამ შემთხვევაში ჩემპიონი ვლინდება სუპერფინალში;

პასუხის შეფასების კრიტერიუმები

1) ჩემპიონატზე უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.

2) პასუხი ითვლება სწორედ, თუ:

    * თუ პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტიზაციის მაღალი ხარისხით (კონკრეტიზაციის ხარისხს ადგენს ტურნირის წამყვანი);

    * პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.

1) პასუხი ითვლება მცდარად, თუ:

    * თუ გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;

    * პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი ძალზე ზოგადია);

    * პასუხში დაშვებულია ფაქტიური შეცდომები (არასწორადაა მითითებული სახელები და გვარები, თარიღები და სხვ.);

    * პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.

2) წამყვანს აქვს უფლება ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ სამდივნოსთან თათბირის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გუნდის მიერ მოცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს). 

პრიზები

1) ჩემპიონატის გამარჯვებულს გადაეცემა გაუს მიერ დაწესებული პრიზები და დიპლომები;

2) 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დაიშვება გაუს სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული.

10. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ტურნირში უდრის 4-ს;

2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა;

3) წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის განმავლობაში შეიტანოს შევსებული აპელაციის ფორმა ჩემპიონატის ორგკომიტეტში;

2) შევსებულ აპელაციის ფორმას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო შესატანი 10 ლარის ოდენობით;

3) აპელაციები მიიღება დუალური პასუხის ჩათვლაზე ან კითხვის მოხსნაზე;

4) ტურნირის სააპელაციო ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებებს აპელაციებთან დაკავშირებით. სააპელაციო ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ტურნირის დაწყებამდე;

5) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ შემოტანილი საგარანტიო თანხა უბრუნდება უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადის ჩემპიონატის ფონდში.

10. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ტურნირში უდრის 4-ს;

2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა;

3) წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

11. აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის განმავლობაში შეიტანოს შევსებული აპელაციის ფორმა ჩემპიონატის ორგკომიტეტში;

2) შევსებულ აპელაციის ფორმას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო შესატანი 10 ლარის ოდენობით;

3) აპელაციები მიიღება დუალური პასუხის ჩათვლაზე ან კითხვის მოხსნაზე;

4) ტურნირის სააპელაციო ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებებს აპელაციებთან დაკავშირებით. სააპელაციო ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ტურნირის დაწყებამდე;

5) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ შემოტანილი საგარანტიო თანხა უბრუნდება უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადის ჩემპიონატის ფონდში.