GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

საქართველოს ზამთრის უნივერსიადა 2019 იწყება

შეჯიბრი სათხილამურო კროსსში, სნოუბორდ კროსსში და გიგანტურ სლალომში ჩატარდება სამთო-სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური წესების შესაბამისად.

ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

შესაბამისად, შეჯიბრების ჩატარების ხარჯებს (მონაწილეების მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, კვების ხარჯებს) დაფარავს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

შეჯიბრება გაიმართება 24-26 თებერვალს დაბა ბაკურიანში (დიდველი). დასაწყისი 10 საათი.

თბილისიდან გამგზავრება: 24 თებერვალს დილის 9:30 საათზე ჭავჭავაძის 49ა-ს მიმდებარე ტერიტორიიდან.

შეჯიბრი ჩატარდება შემდეგ სახეობებში:

  • სათხილამურო კროსი (არა უმეტეს 2 გოგონა და 2 ვაჟი)
  • გიგანტური სლალომი (არა უმეტეს 2 გოგონა და 2 ვაჟი)
  • სნოუბორდ კროსი (არა უმეტეს 4 ვაჟი) 

დაჯილდოება:

ტურნირის გამარჯვებულები (I, II, III ადგილოსნები) დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ტურნირში მონაწილეობისთვის უპირატესობა მიენიჭება რეგისტრაციის რიგითობას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 თებერვალი.

სასურველ სახეობაზე რეგისტრაციისთვის ეწვეით ბმულს:

სათხილამურო კროსი http://bit.ly/2N2xFHs

გიგანტური სლალომი http://bit.ly/2X2Qte6

სნოუბორდ კროსი http://bit.ly/2Ea04Zl