GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

პროფესორი რადოსლავ მარკოვსკი ესტუმრება GAU-ს

30 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის მოწვევით ლექციებს წაიკითხავს პოლონელი პოლიტოლოგი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი რადოსლავ მარკოვსკი.

პროფ: რადოსლავ მარკოვსკი ჩაატარებს ლექციებს თემაზე Transition to Democracy in Central and Eastern Europe.

ლექციების ჩატარების დრო (ყოველ ლექციაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები):
1 აპრილი, პარასკევი, 15:00 საათზე
4 აპრილი, ორშაბათი, 15:00 საათზე
6 აპრილი, ოთხშაბათი, 16:00 საათზე
12 აპრილი, სამშაბათო, 15:00 საათზე
15 აპრილი, პარასკევი, 16:00 საათზე

მის სალექციო სერიებში Transitions to Democracy in Central and Eastern Europe პროფ. მარკოვსკი ისაუბრებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული კონსოლიდაციის მოდელებსა და ბუნებაზე. ასევე, იგი ყურადღებას გაამახვილებს ბოლო დროს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული ე.წ. Democratic backlashes წყაროებსა და მიზეზებზე (პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითებზე).

ლექციები ჩატარდება ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), სამართლის სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა, აუდიტორია 105

მსურველებს შეუძლიათ აღნიშნულ ლექციებზე დასწრება რეგისტრაციის საშუალებით - https://docs.google.com/…/1kjWrZ7w7gCje5PPsiGXRig…/viewform…

პროფ. რადოსლავ მარკოვსკი ლექციებს კითხულობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), დიუკის უნივერსიტეტი (აშშ), რატჯერსის უნივერსიტეტი (აშშ), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაბეშტი).

პროფესორ მარკოვსკის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე გადასვლით - http://mde.politics.ox.ac.uk/…/previo…/45-radoslaw-markowski