GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს გაუ-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ...

პროფესორები და ლექტორები

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

"უოლსტრიტის მგელის" - ჯორდან ბელფორტის მასტერკლასი

როგორც იცით თბილისში ჩამოდის „უოლსტრიტის მგელი'' - ჯორდან ბელფორტი, რომელიც 28 ნოემბერს თბილისის ივენთ ჰოლში გამართავს შეხვედრას თემაზე ''Straight Line Persuation”.

ვისაც გაქვთ სურვილი და მოტივაცია დაესწროთ ამ შეხვედრას, მაგრამ ბილეთის ფასი გეძვირებათ, GAU გაძლევთ შესაძლებლობას მოიპოვოთ ეს ბილეთი სრულიად უფასოდ, როგორ?

გადავწყვიტეთ უნივერსიტეტს მოვუფიქროთ სლოგანი, რომელიც რაც შეიძლება ლაკონიურად და აკურატულად ასახავს GAU-ს, როგორც ბრენდის მთავარ გზავნილს და დაპირებას. ვინაიდან, GAU-ს  ყველაზე უკეთ იცნობთ თქვენ, თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო მიგვაახლოვებს, იმ ცნებებთან რომელშიც აირეკლება GAU-ს ხმა.

კონკურსის წესები მარტივია:

  • კონკურსი არის შიდა, რაც იმას ნიშნავს რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ GAU-ს მოქმედი სტუდენტები.
  • პრიზის სახით კონკურსში თამაშდება 3 ბიზნეს ტიპის ბილეთი (მოიცავს სერტიფიკატს), რომელიც გადაეცემა მხოლოდ ერთი საუკეთესო სლოგანის ავტორს(ებს). ავტორი(ები) უნდა იყვნენ გაუ-ს მოქმედი სტუდენტები. შესაბამისად შეგიძლიათ იმუშავოთ გუნდურად. გუნდში 3 სტუდენტი. 
  • ყველას გეგზავნებათ ბრიფი, რომელიც იქნება საკმარისი სახელმძღვანელო სლოგანის მოფიქრებისთვის.(ფაილი იხილეთ აქ )
  • დედლაინი არის 25 ნოემბერი. დღის ბოლომდე უნდა გამოგვიგზავნოთ: სლოგანი და კონცეფცია (ანუ რატომ და რა გზავნილებს შეიცავს ის) ქვემოთ მითითებულ მისამართზე 
  • ავტორების სახელი და გვარები
  • საუკეთესო სლოგანს გამოვავლენთ 26 ნოემბერს და მის ავტორს(ებს) გადავცემთ ბილეთებს. 

თუ დამატებით კითხვები გექნებათ, მომწერეთ მეილზე ან დამირეკეთ:

გია ჩქოფოია
უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი
ტელ: 574 304000
ელ-ფოსტა: gia.chkopoia@gau.com; gia.chkopoia@gmail.com 

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ჩავნიშნოთ ერთიანი შეხვედრა.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/d/1xD9RxmIIi8-kHzKFwww4fQp_H2_RdhknkLQlq170R_c/viewform

ველით თქვენგან ჩართულობას.

გისურვებთ წარმატებებს!