GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოში...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას შემდეგ თემებზე:

  1. სამართალი
  2.  სოციალური მეცნიერება
  3.  დიპლომატია

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი პროფილის სკოლებს. ასევე დაიშვებიან სხვა სკოლების სტუდენტები, რომლებსაც აინტერესებთ ზემოთ ჩამოთვლილი ამ მომიჯნავე და დარგთაშორისი  საკითხები.

მოთხოვნები: 

  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატრის სტუდენტებს;
  2. მონაწილეთა მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია;
  3. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე უარყოფითი პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს;
  4. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნაშრომები არ განიხილება;

 აუცილებელი მოთხოვნები:

  1. თემის აქტუალობა (ნაშრომი დაფუძნებული უნდა იყოს კვლევაზე);
  2. ყველა სტუდენტმა უნდა აირჩიოს ხელმძღვანელი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორებიდან) და უნდა წარადგინოს მისი რეკომენდაცია;

კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტატიისა და რეზიუმეს გაფორმების წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:

  • ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველი: ზედა - 2,0 სმ. ქვედა - 2,0 სმ. მარცხენა - 3,0 სმ, მარჯვენა 1,5 სმ;
  • შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Time New Roman ინგლისური ტექსტისთვის; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12)
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15;
  • სახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ - ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi;
  • ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1);
  • სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 გვერდს;
  • სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი და ხელმძღვანელი;
  • გამოქვეყნებისთვის სტატიები წინასწარ შეირჩევა; 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური; 

მნივნელოვანი თარიღები:

  • თეზისების (არაუმეტეს 2 გვერდისა) გამოგზავნის ბოლო ვადაა აპრილი, ხოლო სტატიის (არაუმეტეს 8 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 20 აპრილი. (მისამართი მ. ალექსიძისქ. #8, სამართლის,, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა)
  • 2016 წლის 6 - 9 მაისი - სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომს განხილვა;
  • 2016 წლის 9 - 11 მაისი აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით;
  • 2016 წლის 14 მაისი კონფერენცია გაიხსნება

 

  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭება და გადაეცემა მონაწილეებს;
  2. მონაწილეებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დებატები 8-10 წთ;

კონფერენციის ფარგლებში განსაზღვრულია უფასოდ ნაშრომის დაბეჭვდა