GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

`უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე, 35-ე, და 36-ე მუხლების  საფუძველზე

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სკოლაში (ფაკულტეტზე) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამი წლის ვადით:

  1. სრული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
  2. ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო პროფესორი
  3. ასისტენტ პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს ქვემოთ მითითებული აკადემიური ხარისხი:

სამართლის დოქტორი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

სამართლის მაგისტრი

პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი

ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;  
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დოქტორანტმა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი ირიცხება უნივერსიტეტის შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე);
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული  სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია (დოქტორანტს არ მოეთხოვება);
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის  შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. რ. მაიკლ ქაუგილი
  2. ქეთევან ჯინჭარაძე
  3. თეიმურაზ ტორონჯაძე
  4. ნინო სოხაძე
  5. მაია სვანიძე 

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს კომისიის წევრს _ მაია სვანიძეს, ხოლო ტექნიკური საქმიანობის წარმართვის მიზნით ტექნიკურ მუშაკად დაინიშნოს ეკატერინე ბარბაქაძე. მათ ევალებათ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება და კონკურსის ჩატარების დებულებასთან მათი შესაბამისობის დადგენა.

6. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდეს 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე 10.00 სთ-დან 16.00 სთ-ის ჩათვლით (შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენებისა და უქმე დღეების გარდა).

7. კონკურსი ჩატარდეს 17 სექტემბერს

8. საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგები დასამტკიცებლად წარმოადგინოს კონკურსის ჩატარებიდან მეორე დღეს _ 18 სექტემბერს. 

9. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

რ. მაიკლ ქაუგილი

პრეზიდენტი