GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს გაუ-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

პირველკურსელთა გაცნობის დღე - რეგისტრაცია

ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და GAU-ში მოხვედრას!

15 სექტემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე შემოგვიერთდით GAU-ში!

დაგხვდებით GAU-ს ბაღში, სადაც GAU ბენდის ცოცხალი მუსიკა და GAU-ს პრეზიდენტის მისალმება გელით. შემდეგ კი ჩვენი სტუდენტური ელჩები მიგაცილებენ თქვენი სკოლის დეკანთან და იქვე გაივლით რეგისტრაციას.

გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:

განაცხადის ფორმა

  • ID ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)
  • ცხრილი 2017-2018 სასწავლო წლისათვის
  • ინვოისი

თქვენ კი თან უნდა გქონდეთ საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 4 ფოტოსურათი (3X4)
  • ფოტოსურათი (3X4) ელ. ვერსია დისკზე
  • ბიჭებს სამხედრო მოწმობის ასლი.

მშობელთა საორიენტაციო შეხვედრა 25-დან 29 სექტემბრის ფარგლებში გაიმართება, ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.