GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: "მათემატიკური ტესტები" და "ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები" (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი...

საჯარო სამეცნიერო დისკუსია ქართული ნაციონალიზმის შესახებ GAU-ში

7 აპრილს 18:00 საათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გამართავს საჯარო სამეცნიერო მოხსენება-დისკუსიას ქართული ნაციონალიზმის შესახებ. განხილული იქნება ქართული ნაციონალიზმის სხვადასხვა ასპექტები XIX-XX საუკუნეების მაგალითებზე და მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია

მომხსენებლები იქნებიან:

  • GIPA-ს მოწვეული ლექტორი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი: „ნაციონალური იდენტობები და ნაციონალური ნარატივები ქართულ კულტურაში“;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი: „საბჭოთა აკადემიური ნაციონალიზმი XX საუკუნის 40-იან წლებში“;
  • GAU-ს მოწვეული ლექტორი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი: „საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელო როგორც მცდელობა ერთიანი ისტორიის შექმნისა“;
  • GAU-ს მოწვეული ლექტორი, ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი: „ქართული ნაციონალიზმი ეთნოსიდან-ერამდე XIX-XX საუკუნის დასაწყისის მაგალითებით“.

მოდერატორი:

  • ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა კვლევების ლაბორატორია, ისტორიკოსი

პროექტის მხარდამჭერია ანალიტიკური ინტერნეტ-პლატფორმა european.ge 

მისამართი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), მერაბ ალექსიძის 8 http://www.gau.ge/ge/contact  საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია 200) 

დასწრება თავისუფალია