GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

მორთე მარსის ნაძვის ხე - GAU-ლამაზე პლანეტას ახალი წელი!

მას შემდეგ, რაც NASA-მ მარსის ზედაპირზე წყლის დინების არსებობა დაადასტურა, მეცნიერებმა კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. 

MRO-ს (Mars Reconnaissance Orbiter) მიერ მიღებული სურათების ანალიზის საფუძველზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ წითელ პლანეტაზე მცენარე ხარობს.

NASA-მ ამ ვერსიის გადამოწმების მიზნით, ობიექტისკენ მარსმსვლელი Opportunity გაგზავნა.  სინჯის აღების შედეგად, პლანეტაზე მცენარის არსებობა დადასტურდა.  ბოლო ინფორმაციით კი გაირკვა მისი სახეობაც. 

NASA-ს ხელმძღვანელმა ბოლდი ჩარლენმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მარსზე აღმოჩენილი მცენარე ნაძვის ხეა(!) - მეტიც მარსზე ქართული ჯიშის ნაძვი იზრდება. 

მკვლევარებმა წლების განმავლობაში იცოდნენ პლანეტის პოლუსებზე და ატმოსფეროში წყლის გაყინულ მდგომარეობაში არსებობის შესახებ, მაგრამ ბოლო აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენაა. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ვულოცავთ NASA-ს, მსოფლიო ასტრონომებს და მთელ კაცობრიობას ამ ეპოქალურ სიახლეს.

და ვაცხადებთ თემატურ კონკურსს GAU-ელებისთვის. 

მორთე მარსის ნაძვის ხე - GAU-ლამაზე პლანეტას ახალი წელი!

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობს GAU-ს 4 სკოლის 4 გუნდი;
  • თითოეული გუნდი შედგება 7 წევრისგან - გუნდში მოხვდება ის არაჩვეულებრივი შვიდეული, რომელიც პირველი დარეგისტრირდება;
  • გუნდებს გადაეცემათ მარსზე აღმოჩენილი ნაძვის ხის ხელოვნური ასლები;
  • მოსართავი მასალისთვის გუნდებს გამოეყოფათ თანაბარი ბიუჯეტი;
  • კონკურსანტებს იდეის დამუშავებისთვის რამდენიმე დღე ექნებათ, ხოლო განსახორციელებლად მხოლოდ 7 წუთი;
  • კონკურსი „მორთე მარსის ნაძვის ხე - GAU-ლამაზე პლანეტას ახალი წელი!“ 24 დეკემბერს GAU-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე შედგება.

 შეფასების კრიტერიუმები (1-10 ქულა):

  • შემოქმედებითი ხედვა (6 ქულა);
  • გუნდური მუშაობა (2 ქულა);
  • გულშემატკივართა აქტიურობა (2 ქულა). 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია:

  • 22 დეკემბერი, სამშაბათი, 15:00-16:00 საათამდე დარეკეთ ნომერზე 599 54 18 38 

პრიზები:

  • ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის სიგელი;
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა GAU-ს საახალწლო სუვენირები;
  • გამარჯვებული გუნდის წევრები დასაჩუქრდებიან ელექტრონული წიგნებით www.saba.com.ge -სგან
  • მონაწილე გუნდები დასაჩუქრდებიან www.rafting.ge -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიც გაიმართება გაზაფხულზე);
  • გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრის მარსულ კარიკატურას მხატვარი ზალიკო სულაკაური  ადგილზე შექმნის. 

24 დეკემბერს 17.30 საათზე საახალწლო ღონისძიება შედგება აუდიტორიაში N204.

გაიმართება GAU ბენდის კონცერტი, იქნება გათამაშება, გამოვლინდება “საიდუმლო სანტების” ვინაობა, გაგიმასპინძლდებით სადღესასწაულო ტორტითა და გლინტვეინით, დაუკრავს GAU-ელი DJ Ramy.

GAU-ელებო ჩაერთეთ საახალწლო ღონისძიებაში და GAU-ხალისეთ ახალი წელი ერთმანეთს!