GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები - Eiger

სასიამოვნო სიახლე ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის! ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აწესებს GAUგრანტს 1650 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 3900-ის ნაცვლად წელიწადში გადაიხდის 2250 ლარს.
 
სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება გრძელდება 22 სექტემბრამდე.
 
24 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება.
 
„ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები'' სამაგისტრო პროგრამის მისაღებ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
 
უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:
 
  • განცხადება იმ უნივერსიტეტის მითითებით, რომელშიც სურს დარეგისტრირდეს სტუდენტი;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2016 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს „A'' ტესტი.
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
საბუთების მიღება იწარმოებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ალექსიძის ქ.8. 1 სართულზე, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტზე; ოთახი 108.  
 
საბუთების მიღება გრძელდება 22 სექტემბრამდე.
 
24 სექტემბერს 14:00 საათზე აუდიტორია 103; ჩატარდება გასაუბრება.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამაგისტრო პროგრამის მენეჯერს: პროგრამის სამდივნო სასწავლო პროცესის აკადემიური მენეჯერი – ნანა შველიძე; ტელ: (+995 32) 2 20 65 20 (შიდა ნომერი 102); ფაქსი:2206519; E-mail: nana.shvelidze@gau.com; www.gau.ge; www.eiger.ge