GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

ინფორმაცია შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველმა სტუდენტებმა 2017 წლის 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტში (თბილისი, მ. ალექსიძის #10, მესამე სართული, ადმინისტრაციული მომსახურებისა და საქმის წარმოების სამსახურის უფროსი - ეკატერინე ბარბაქაძე).

საბუთები მიიღება 11.00 საათიდან 18.00 საათამდე გამოსასვლელი დღეებისა და კვირის გარდა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  • შესაბამისად დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი).