GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

GAU აცხადებს სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ასისტენტის თანამდებობაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აცხადებს სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრში ასისტენტის თანამდებობაზე.


სტაჟირების
 ხანგრძლივობა:

  • 3-6 თვე.

სამუშაო გრაფიკი:

  • შეთანხმებით (სასწავლო პროცესთან თავსებადი).

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა:

  • სერტიფიკატი;
  • რეკომენდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სოციალური მედიის მართვა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემების გადაჭრის უნარი. 

მოვალეობები (მენეჯერის ხელმძღვანელობით):

  • მიმდინარე მოვლენებზე „ნიუსის'' დაწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სოციალურ ქსელში მასალების ოპერატიულად განთავსება;
  • ღონისძიებების (საჯარო ლექციის ან სხვა შეხვედრების) საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
  • ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგი (GAU-ს შესახებ გასული ინფორმაციის შეგროვება/ინტერნეტში განთავსება);
  • ორგანიზაციაში მიმდინარე სამუშაოს ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • საჭიროებისამებრ, სხვა დავალებების შესრულება.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  • შერჩევა CV-ის და სამოტივაციო წერილის (მაქსიმუმ ერთი გვერდი) საფუძველზე;
  • გასაუბრება.

მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: nanutsa.kiknadze@gau.ge

პოზიცია მიუთითეთ სათაურში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 20 მაისი.

საკონტაქტო ტელ: 599 90 60 01 ეკატერინე ტოგონიძე

პრიორიტეტი ენიჭება GAU-ს ნებისმიერი ოლისა და კურსის სტუდენტს.