GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

Google-ის თანამშრომლების შეხვედრა ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებთან

30 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათზე, კომპანია LeavingStone-ის, თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის და გაუ-ს ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ღია საჯარო სემინარებს გამართავენ Google-ის თანამშრომლები მეთიუ საზერნი და ჯეი პატელი. სემინარები ციფრული და საძიებო სისტემის მარკეტინგს დაეთმობა, უფრო კონკრეტულად კი ამ მიმართულებით Google-ის პროდუქციის ეფექტურ გამოყენებას. სემინარების დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, სადაც მეთიუ და ჯეი უპასუხებენ შეკითხვებს, როგორც ციფრული მარკეტინგის, ასევე ზოგადად Google-ის პროდუქტების შესახებ.

სემინარზე დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, 0160