GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ცდილობს სტუდენტური ცხოვრება გახადოს მრავალფეროვანი. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები წელს მეოთხედ ტარდება. თითოეულ გაუ-ს სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ ის არ იკავებს რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას ამავე უნივერსიტეტში. არჩევნები იქნება სრულიად ლეგიტიმური, რომელსაც მონიტორინგს ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია'' (ცესკო) და ,,სპორტისა და ახალგაზრდობისსამინისტრო'' გაუწევს.

მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და გახდით სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს დელეგატები. თითოეულ საარჩევნო კანდიდატს აქვს აგიტაციის უფლება!

კანდიდატურის არჩევნებში დასაფიქსირებლად აუცილებელია მოგვაწოდოთ:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. გაუ-ს პლასტიკური ბარათის ასლი;
  3. მიუთითოთ, რომელ კურსსა და ფაკულტეტზე სწავლობთ;

საბუთების მიღება იწარმოებს 1-ელ ოქტომბრამდე!

მასალა გამოგვიგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: gauselfgov@gmail.com ან მოგვაწოდოთ პირადად უნივერსიტეტში. (კაბინეტი N008) სანდრო კახიძე - 755 955 055

 არჩევნების ჩატარების თარიღი 6-7 ოქტომბერი!

დამათებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სანდრო კახიძე - 577 955 055

გისურვებთ წარმატებას!