GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

ინფორმაცია მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)

პროგრამები, რომლებზეც ხორციელდება მობილობა

 

 

 

 

ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

15

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

15

5900

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

15

4900

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

მშენებლობა

5

2250

ინფორმატიკა

5

2250

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

 

 

ქართული ფილოლოგია

5

2250

ინგლისური ფილოლოგია

5

2250

ისტორია

5

2250

 

შენიშვნა:

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის III კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3900 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის IV კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3900 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის III კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3000 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

 

მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

3

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

3

4900

საერთაშორისო ურთიერთობები

3

3900

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები

3

2250

 

მობილობის ეტაპები

  • სტუდენტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე;
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური - 40 ლარი სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

 

მობილობის ვადები

  1. სტუდენტთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა:

2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე;

 

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:

2017 წლის 23 აგვისტო;

 

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტის შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა:

2017 წლის 23-24-25 აგვისტო;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მობილობის თაობაზე სტუდენტის წერილობითი განაცხადის და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა:

2017 წლის 23 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადსტურების (თანხმობა/უარი) ვადა:

2017 წლის 5-6-7 სექტემბერი;

 

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის პროექტის ცენტრში წარდგენის ვადა:

2017 წლის 6 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით;

 

  1. სამართლებრივი აქტის პროექტზე ცენტრის მიერ დასკვნის გაცემის ვადა:

2017 წლის 12 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა:

2017 წლის პირველ ოქტომბრამდე.

 

 

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები

  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.