GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

GAU English Club

4 მაისს 14:00 საათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს გეპატიჟებით English Club-ის საზეიმო გახსნაზე, აუდიტორია #200.

GAU English Club ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და ცნობიერების ამაღლების სივრცეა. მისი მიზანია, დაეხმაროს კლუბის წევრებს, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, გაიღრმავონ ინტერესები და შეიძინონ ახალი მეგობრები. კლუბის აქტივობები მოიცავს ფილმების ჩვენება-დისკუსიებს, გასვლით სემინარებსა და შეხვედრებს, ინგლისურენოვანი სპიკერების მოწვევას საინტერესო თემებზე.

კლუბში გაწევრიანება GAU-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლება, რომელიც მითითებულ ბმულზე დარეგისტრირების შემდეგ წარმატებით გაივლის გასაუბრებას. კლუბი აძლევს სტუდენტს საშუალებას, აირჩიოს აქტორის (მონაწილეობა მიიღოს ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში) ან მსმენელის (დაესწროს ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს) პოზიცია.

კლუბის წევრები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან კლუბის მუშაობაში, მიიღებენ მონაწილეობას შიდა და გარე კონკურსებში, წახალისდებიან სხვადასხვა პრიზით.

კლუბი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანის ქალბატონი რუსუდან ციცშვილის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა (მარიამ ოშხერელი, ქეთევან ამირაჯიბი, თათია ივანიშვილი)  და GAU-ს ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდება 4 მაისს.

https://goo.gl/9tnEzX