GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლაში (ფაკულტეტზე) სამი წლის ვადით ქვემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

  • მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები:
  • ერთი პროფესორი ისტორიის სპეციალობით;
  • ორი პროფესორი ქართული ფილოლოგიის სპეციალობით;
  • ორი ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით; 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2015 წლის 30 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე,

მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #8.

დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირია ადმინისტრაციის მენეჯერი ეკატერინე ბარბაქაძე.

კონკურსი ჩატარდება 8 დეკემბერს. 

კონკურსის საბოლოო შედეგენი გამოქვეყნდება 9 დეკემბერს.