GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს

2015 წლის 26 ოქტომბერს ცხადდება ღია კონკურსი შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლაში (ფაკულტეტზე) სამი წლის ვადით ქვემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები:
  • ერთი პროფესორი ისტორიის სპეციალობით;
  • ორი პროფესორი ქართული ფილოლოგიის სპეციალობით;
  • ორი ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით; 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2015 წლის 30 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე,

მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #8.

დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირია ადმინისტრაციის მენეჯერი ეკატერინე ბარბაქაძე.

კონკურსი ჩატარდება 8 დეკემბერს. 

კონკურსის საბოლოო შედეგენი გამოქვეყნდება 9 დეკემბერს.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება.