GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

ცხადდება მიღება ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესის სკოლის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი #222, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გაუ-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება და ტესტირება მათემატიკაში და ინგლისურ ენაში ჩატარდება 15 სექტემბერს,14:00 საათზე.

აპლიკანტებთან გასაუბრების ზოგადი სქემა

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.