GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: "მათემატიკური ტესტები" და "ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები" (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი...

თიბისი ფეიში ვაკანსია

სამუშაო ადგილი:  სათაო, ფინანსური განყოფილება

პოზიცია: დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტი


სამუშაო მოთხოვნები:

  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება საოპერაციო მიმართულებით;
  • ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გაანალიზება, ფინანსური და დროითი დანახარჯების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემოთავაზება ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
  • ბიუჯეტირებისა და ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის საოპერაციო დანახარჯების (შესყიდვები, საწვავის ხარჯი, ხელფასები და ა.შ.) შედარება ბიუჯეტთან;
  • სხვა არასტანდარტული Ad-Hoc რეპორტების მომზადება.
  • კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების უფროსის და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - ფინანსების მიმართულებით
  • იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია SQL-ის ცოდნა;
  • ინგლისურად  ენის გამართულად ცოდნა - წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია

 

უნარები      

  • მაღალი მოტივაცია;
  • კოლეგიალურობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • დროის მართვა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!